შინაარსზე გადასვლა

ფონტანკის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფონტანკის სახლი
Фонтанный дом
კოორდინატები 59°56′07″N 30°20′44″E / 59.935278° ჩ. გ. 30.345556° ა. გ. / 59.935278; 30.345556
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
სტილი ბაროკო
თარიღდება 1712
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810670000

ფონტანკის სახლი (რუს. Фонтанный дом) — მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში. გრაფ შერემეტევის ერთ-ერთი სასახლე, რომელმაც მიიღო სახელი მდინარე ფონტანკისგან, რომლის გასწვრივ სანაპიროზეც მდებარეობს. 1917 წლამდე, სასახლე ეკუთვნოდა შერემეტევის შთამომავლებს. ამჟამად, სასახლის მთავარ შენობაში ფუნქციონირებს მუსიკის მუზეუმი, რომელიც მოიცავს მეორე სართულის ძირითადი დარბაზების გარემონტებულ კომპლექსს.

მიწის ნაკვეთი იმპერატორმა პეტრე პირველმა გადასცა, თავის ფელდმარშალს ბ. პ. შერემეტევს, 1712 წელს. მდინარე ფონტანკას გაწვრივ ნაკვეთები ჭაობიანი იყო. ნელ-ნელა შერემეტევებმა დაიწყეს ამ ადგილის აღორძინება და ააშენეს რამდენიმე სახლი. 1730–1740 წლებში არქიტექტორ გ. დ. დიმიტრიევის ხელმძღვანელობით ძველ ხის კორპუსის ადგილას, ბორის პეტრეს ძე შერემეტვის ვაჟ პეტრესთვის აშენდა ახალი სახლი. 1750-იან წლებში კი აშენდა ახალი ორსართულიანი სახლი ბაროკოს სტილში. შენობის მეორე სართულზე მოეწყო ვერანდა. 1759 წელს შენობის შესასვლელში განთავსდა მოოქროვილი ოცი ცხენის სკულპტურა, ი. ფ. დუნკერის ავტორობით.

1830-1840 წლებში სასახლეში მუშაობდა არქიტექტორი ი. დ. კორსინი. მისი დიზაინის მიხედვით, 1838 წელს, დამზადდა თუჯის ღობე კარიბჭით. სასახლის ინტერიერი მთლიანად გადაკეთდა და 1845 წელს გაშენდა ბაღი. 1867 წელს მოეწყო სასახლის ჩრდილოეთი ნაწილი ნ. ლ. ბენუას პროექტით. 1871 წელს გრაფი დიმიტრი ნიკოლოზის ძის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება გაიყო შვილებს, სერგეისა და ალექსანდრეს შორის. ფონტანკის სახლი ერგო სერგეის. 1874 წელს აქ აშენდა ახალი ხუთსართულიანი შენობა ა. კ. სერებრიაკოვის მიერ. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, სასახლის უკანასკნელი მფლობელი, გრაფ სერგეი შერემეტევი ნებაყოფლობით წავიდა სასახლის ნაციონალიზაციაზე.

შერემეტევის სასახლის შენობების კომპლექსი შედის, რუსეთის ფედერაციის ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ერთიან სიაში. სასახლეს სხვადასხვა დროს აქტიურად სტუმრობდნენ ცნობილი ადამიანები, მათ შორის: მხატვარი ო. ა. კიპრენსკი, რომელმაც აქ შექმნა რამდენიმე ცნობილი ნახატი. სასახლეში განთავსებულია წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია, იარაღისა და ანტიკური დარბაზი. მუსიკის მუზეუმის კოლექცია მოიცავს სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებს. ეს კოლექცია განთავსებულია სასახლის პირველ სართულზე. პერესტროიკის შემდეგ აღდგა მეორე სართულის საზეიმო ლუქს ოთახი, რომელიც დღეს ღიაა საზოგადოებისათვის, თუმცა მის სანახავად დამთვალიერებელმა უნდა შეიძინოს ცალკე მეორე ბილეთი.

  • Краско А. В. Три века городской усадьбы графов Шереметевых. Дюди и события. — М.: Центрполиграф, 2009. — 443 с. ISBN 978-5-9524-4363-1
  • Усадьба графов Шереметевых «Фонтанный дом». — СПб.: ГБУК «СПб ГМТиМИ», 2012. — 304 с. ISBN 978-5-91461-021-7